Saturday, July 12, 2014

1. პროექტის  სახელწოდება: ერონული  გამოცდების შედეგების  ანალიზი
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)  ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით  რა მნიშვნელობას მიანიჭიბდით  მათემატიკის სწავლებას საშუალო სკოლაში:
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლემ გაიაზროს და შეაფასოს  სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით მათემატიკის  მნიშვნელოვანი როლი დასახული მიზნების რეალიზაციის პროცესში
4. პროექტის მიზნები:მოსწავლე გაიწაფოს სტატისტიკური მონაცემების  მოწსრიგებაში, შესრულებული სამუშაოს მიხედვით მონაცენების  შესაფასებლად მახასიათებელბის შერჩევაში, განუვითარდეს დიაგრამების წაკითხვის, მათი საშუალებით დასკვნების, შეფასებების  გაკეთების უნარი, თავად შესძლოს დიაგრამის აგება, დიაგრამებით მონაცემების შედარება (სტატისტიკური    მახასიათებლების დახმარებით)
5. მონაწილეთა ასაკი:  IX კლასი
6. ვადები/ ხანგრძლივობა:  ორი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  ააგონ დიაგრამები, მოპოვებული ინფორმაციით შექმნან ელექტრონული პრეზენტაცია
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, გაზეთი სადაც განთავსებულია ერთიანი ერონული გამოცდების შედეგები, ინტერნეტი
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):კლასს გავყოფ მიზნობრივი გადანაწილებით ოთხ ჯგუფად (თითოეულ ჯგუფში უნდა იყოს როგორც ძლიერი ისე სუსტი მოსწავლეები). ყელა ჯგუფს მივცემ ერთი დაიგივე დავალებას ესაა:2014 წლის ეროვნული გამოცდების შედეგებზე დაყრდნობით, (რომელიც უნდა მოიძიონ ინტერნეტში)  1) შეადარონ  ჰუმანიტარულ  და საბუნებისმეტყველო  ფაკულტეტზე  ჩარიცხული სტუდენტების საშუალო შეფასებები;  2)  გაარკვიონ არის თუ არა კავშირი მათემატიკის  გამოცდაზე  გამომჟღავნებულ ცოდნასა და ზოგადი უნარების გამოცდაზე  მიღებულ ქულებს შორის;   და ბოლოს  გააკეთონ დასკვნა : რა მნიშვნელობას მინიჭებდით მათემატიკის სწავლებას საშუალო სკოლაში
თითოეულ ჯგუფში მოხდება  პასუხისმგებლობების განაწილება კონკრეტულ საქმიანობებზე ვინ რა ინფორმაცია უნდა მოიძიოს, ვინ უნდა დაამუშაოს ეს ინფორმაცია ,როგორი სახით უნდა მიოძიონ და დაამუშაონ და რა ვადებში.  ეს პროცესი მიმდინარეობს ორი კვირის განმავლობაში. მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციით მოსწავლეები თითოეულ ჯგუფში ააგებენ დიაგრამებს (პროგრამა  Excel-ის დახმარებით) და გააკეთებენ პრეზენტაციას  საპრეზენტაციო პროგრამაში  (PowerPoint)
ბოლო ეტაპზე თთოეული ჯგუფი წარმოგვიდგენს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას. შემდეგ მოხდება მათი დასკვნების  შეჯამება  დისკუსიის სახით;
10.  საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ -თან კავშირი
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ეკატერინე ყვავილაშვილი - მათემატიკის მასწავლებელი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ekakvavilashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი